ინფორმაცია კომაროვის სკოლაში მისაღები გამოცდის შესახებ!

ინფორმაცია კომაროვის სკოლაში მისაღები გამოცდის შესახებ:


მისაღები გამოცდის ვადები:

მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება ან 21, ან 22, ან 23 აგვისტოს.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება ან 20, ან 21 ან 22 ივლისს.

ზუსტი თარიღი და გამოცდის ადგილი გამოცხადდება მოგვიანებით, არაუგვიანეს 1 ივლისს, სკოლის ვებ გვერდზე.


გამოცდის ფორმატი და ტესტის შემადგენლობა:

მე-7 და მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.

მე-7 და მე-8 კლასის მათემატიკის ბილეთი შედგება 30 დახურულბოლოიანი ტესტისგან;

მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ბილეთში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები. ბილეთში იქნება 35 დახურულბოლოიანი საკითხი, მათ შორის 20 მათემატიკის ამოცანა, 15 იქნება ფიზიკის.


მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  •  მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში.
  • გამოცდაზე არ დაიშვება ის მოსწავლე, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში და რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში (მე-7 ან მე-8 კლასში მომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები.
  • გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელსაც სკოლის მიერ წარმოდგენილ დახასიათებაში არ ეწერება: „2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.


რეგისტრაცია:

რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 18 ივნისიდან როგორც ონლაინ, ასევე სკოლაში მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.

რეგისტრაცია დასრულდება - მე-7 კლასისთვის - 15 ივლისს;

მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებისთვის - 15 აგვისტოს;

სარეგისტრაციო ბმული გაიხსნება 2019 წლის 18 ივნისს.


დამატებით:

საკონკურსო პირობები მე-7 კლაში მისაღებ გამოცდაზე გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს, საკონკურსო პირობები მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღებ გამოცდაზე გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისს.


საგამოცდო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქვიზებისა და გასული წლების გამოცდების ბილეთების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ